|

ჩვენ შესახებ

მთავარი / ჩვენ შესახებ

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი დაფუძნდა 2009 წელს

ჩვენი მისია

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის მისიაა საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეკონომიკური და სოციალური კვლევების გზით რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა.

ჩვენი მისია
მიდგომები

მიდგომები

ინსტიტუტი უზრუნველყოფს საზოგადოებას, მას-მედიას, საჯარო და სხვა დაწესებულებებს კვალიფიციური სამეცნიერო კვლევებით, რაც გამოიხატება ეროვნული და რეგიონალური ეკონომიკის აქტუალური სამეცნიერო კვლევების, გამოკითხვების შედეგების და პროგნოზების განხორციელებაში. ამით ინსტიტუტი ხელს უწყობს რეგიონში ეკონომიკური პოლიტიკის და სამეწარმეო გადაწყვეტილებების შესახებ ექსპერტული დისკუსიების ჩამოყალიბება-დამკვიდრებას. ფუნდამენტური თეორიული, გამოყენებითი და პრაქტიკული

სამეცნიერო კვლევების ჩატარება, ასევე რეგიონში ინსტიტუციური და პოლიტიკური სტრუქტურების ღრმა ცოდნა განსაზღვრავს კვლევითი ინსტიტუტის მომსახურების მაღალ ხარისხს. საერთაშორისო და რეგიონალურ სამეცნიერო-კვლევით უნივერსიტეტებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას. საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის (public-private partnership) ფარგლებში კვლევითი ინსტიტუტი უზრუნველყოფს არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაციის ავტონომიურობას და პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან და საზოგადოებიდან ჩვენი დამკვეთების მაღალ სერვისზე ორიენტირებას.

საქმიანობის არეალი

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის კვლევითი აქტივობები ფოკუსირებულია ცხრა კვლევით არეალში, რომლებიც თავმოყრილია ოთხ მთავარ კვლევით პროგრამაში.

საქმიანობის არეალი

მაკროეკონომიკური ანალიზი

  • მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკა, ფინანსური ბაზრებისა და საბანკო სექტორის განვითარება
  • ეროვნული ეკონომიკის მონიტორინგი და მოკლევადიანი პროგნოზების მომზადება

სტრუქტურული რეფორმები

  • საჯარო სექტორის რეფორმა
  • მცირე და საშუალო ბიზნესის რეფორმა
  • ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის რეფორმა

საჯარო სექტორი

  • ფისკალური პოლიტიკა
  • რეგიონული პოლიტიკა
  • სოციალური პოლიტიკა

ასოცირების შეთანხმების მონიტორინგი

  • DCFTA იმპლემენტაცია

სტრუქტურა